რეზონანსი
09.06.2026

ოპერაციის დროს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის ოჯახის ოჯახის ახლობელი საუბრობს თუ რა ხდებოდა კლინიკაში. 

“როგორც ექსპერტმა გვითხრა, რომ შეუშვეს ნარკოზის საწინააღმდეგო, გავჭერით თუ არა, მაშინვე რეაქცია ჰქონდა და გული გაუჩერდაო. ცდილობდნენ ამუშავებას, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ აუმუშავეს. ჩვენ ორი საათი თუ მეტი გვაწვალეს პასუხის მოლოდინში. შემდეგ გამოვიდა ექიმი და დაზეპირებული ფრაზა – ვიზიარებო და ვსო. მერე არც გვინახავს ეგ ექიმები, გადამალეს, პოლიციის ჯარი იდგა წინ და არ გვიშვებდნენ და ამ დილით გამოგვიშვეს, მანამდე მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, მაგის მიხედვით დავიწყებთ რეაქციას” – განუცხადა "ტვ პირველს" გარდაცვლილი ლუკა ჩიხკვიშვილის ოჯახის ახლობელმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×