რეზონანსი
09.06.2026

8 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში კვად­რო­ციკ­ლით ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა. შემ­თხვე­ვა 4 ივ­ნისს მოხ­და, რა დრო­საც მარ­თვის და­კარ­გვის შე­დე­გად კვად­რო­ციკ­ლი კე­დელს შე­ე­ჯა­ხა.

ბავ­შვის დედა, ხა­ტია დუ­და­უ­რი, შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს:

"აპა­რატ­ზეა ბავ­შვი, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და სე­და­ცი­ის ქვეშ არის, ანუ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ჰყავთ. ტვი­ნი და­სი­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით წარ­მა­ტე­ბით მი­დის, და­ჭი­მუ­ლი არ არის, ანუ რბი­ლია. რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ექი­მებ­მა ასე­ვე მი­თხრეს, რომ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი ბევ­რი ვერ უძ­ლებს, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი აქვს და კარ­გად მოგ­ყვე­ბაო. წნე­ვა­საც კი თვი­თონ ინარ­ჩუ­ნებს ბავ­შვი და და­მა­ტე­ბი­თი მე­დი­კა­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა. ახლა ვე­ლო­დე­ბით, ცოტა შეღ­ვი­ძე­ბის მო­მენ­ტი ჰქონ­დათ დღეს. ხელ-ფეხი შე­სამ­ჩნე­ვად გა­ა­მოძ­რა­ვა. გონ­ზე არ არის ჯერ, წამ­ლე­ბის ქვეშ არის გაბ­რუ­ე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოდ ეცა­და წა­მო­ე­წია თავი და ისევ და­ა­ძი­ნეს. რეფ­ლექ­სებს აკ­ვირ­დე­ბი­ან ცხრა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­და­ცი­ის ქვეშ უნდა იყოს, რომ ტვინ­მა და­ის­ვე­ნოს. ჯერ მე­ო­თხე დღეა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმი­ტომ ჰყავთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი რაც აქვს ბავ­შვს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, არ და­ი­ღა­ლოს. ტვინ­მა უნდა და­ის­ვე­ნოს და რო­გორ­მე აღ­დგეს. რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ბავ­შვებს ამ ასაკ­ში რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი კარ­გი აქვთ.

თვა­ლის შიდა ბუდე არის მო­ტე­ხი­ლი და ძვა­ლი ისეთ ად­გი­ლას არის ჩა­ჭე­დი­ლი, ვერ იღე­ბენ. თან ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ რომ და ღია აქვს ჭრი­ლო­ბა და ფი­ზი­კუ­რად ვერ ამო­ი­ღე­ბენ. ძვლის ის ნა­წი­ლი რაც არის დარ­ჩე­ნი­ლი, თვალს აწ­ვე­ბა და ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი აქვს ნერ­ვი, რაც მო­მა­ვალ­ში იმოქ­მე­დებს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე. ასე­ვე მო­ტე­ხი­ლი აქვს თა­ვის ქა­ლას შუბ­ლის არე, ორი­ვე სა­ფეთ­ქე­ლი, ცხვი­რი, ამ ყვე­ლა­ფერს სა­ზღვარ­გა­რეთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლი მაქვს საფ­რან­გეთ­შიც და თურ­ქეთ­შიც სა­ბუ­თე­ბი, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა დიდი რის­კია", - განუცხადა "ამბებს" ხა­ტია დუ­და­უ­რმა და ისაუბრა თუ რა მოხდა 4 ივნისს.

"მე­ო­რე უფ­რო­სი, რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც კვად­როციკლი გვყავს. იმ დღეს სახ­ლში ვი­ყა­ვით, მე­გობ­რის შვი­ლი მყავ­და სტუმ­რად. რო­დე­საც ეს მოხ­და, ჩემი შვი­ლი უკან იჯდა, სტუ­მარ­მა ბავ­შვმა სთხო­ვა, გა­მა­ტა­რე­ბი­ნეო. მან სა­ჭე­ზე თავი გა­ი­მაგ­რა და ჩემი შვი­ლი კე­დელს შე­ას­კდა. ისეთ დღე­ში გაგ­ვა­ტა­რეს, რად უნ­დო­დათ კვად­როო, ძა­ლი­ან კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავ­შვია, კვად­რო­საც ატა­რებს, ენე­ბიც იცის და ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი, არა­სო­დეს მარ­ტო არ ვტო­ვებ­დი, უბ­რა­ლოდ სულ ორი წუთი სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვე­დი და სა­ნამ გა­მო­ვე­დი, ეს მოხ­და; ისიც სხვა იჯდა და მა­გი­ტომ.

 უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვინც ერთი მე­სი­ჯიც კი მომ­წე­რა და მო­ი­კი­თხა ჩემი შვი­ლი და თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რად 1 თეთ­რის­თვი­საც კი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ და­მა­ვი­წყდე­ბა ეს სი­კე­თე და ვლო­ცუ­ლობ ყვე­ლას­თვის", - განაცხადა ხა­ტია დუ­და­უ­რმა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE50BG0000000160902055

თი­ბი­სი ბან­კი: GE68TB7140245068100026 მიმ­ღე­ბი:

ხა­ტია დუ­და­უ­რი (დედა) პ/ნ: 08001034977.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×