რეზონანსი
08.06.2026

თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში.

"რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ ვერ შელახავდა, ის შევასრულეთ. ასევე მუშაობს დღეს ტელეკომპანია "იმედი" სრულიად კანონიერად და ტელეკომპანია "პოსტვ" სრულიად კანონიერად. რაც შეეხება რეკლამას, სიმართლე არის ის, რომ თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა. ეს არის ის, რაზეც თავი შემიძლია დავდო. ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარი საზომი თავისუფლების, ზუსტად ეს არის, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×