რეზონანსი
08.06.2026

„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები".

„მაშ სომხეთივით არჩევნები გინდათ? მაშ ასე უნდა გამოგლიჯოთ ოცნებას არჩევნები? ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს. გასაგებია, რომ სამხრეთკავკასიელი მეზობლებივით ვერ იქნებოდნენ ჩართული იმ გლობალურ გეოეკონომიკურ პროცესებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მაინც ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ - სადამდე და რა ჩიხში შედიხარ ცრუინტეგრაციების გზაზე.

ახლა კი, მძიმე და ჩვენს მიერ კარგად აპრობირებული და უკუგდებული მარშრუტი აქვთ შერჩეული.

ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კი დავიმახსოვროთ..." - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×