რეზონანსი
08.06.2026

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს აქვს საუკეთესო ურთიერთობები და თანამშრომლობენ ძალიან ბევრი მიმართულებით.

„ვულოცავთ მათ არჩევნებში გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს ეს გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სტაბილურობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და ჩვენი ურთიერთობების სტაბილურად განვითარება.

საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის იმ საკითხებზე, რა საკითხებიც აქტიურად დგას სომხეთის დღის წესრიგში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, ევროკავშირთან ურთიერთობები. ეს არის სომხეთის ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კოორდინაცია და ურთიერთობები, სწორედ ამ ურთიერთობების კონტექსტში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სჭირდება საქართველოსა და სომხეთს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×