რეზონანსი
08.06.2026

უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურატურასა და უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვსევოლოდ კნიაზევს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც კნიაზევს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული, დათანხმდა თანამზრახველების წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემასა და ქონების კონფისკაციასთან ერთად სასჯელის მოხდას", - აცხადებს უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა.

ცნობისთვის, უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი 2023 წლის მაისში დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. კერძოდ, საქმე ეხებოდა 2.7 მილიონი დოლარის მიღებას სასამართლოს გადაწყვეტილებების სანაცვლოდ. კნიაზევი მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×