რეზონანსი
08.06.2026

ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რატომ იყენებს ბრიუსელი შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციას მაშინ, როდესაც საქართველოში საარჩევნო წელი არ არის.

„ალბათ გრძელვადიან პროცესზეა გათვლილი, რომ იქნებ მათ შეძლონ და აქ [საქართველოში] ადგილობრივ ფილიალებს, რადიკალებს გავლენის საშუალება მისცენ, რომ ახალი ტალღა ააგორონ საზოგადოებაში, რაც მაქსიმალურად დააზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია. ჯერ ალიანსი არ შეუქმნიათ და უკვე ერთმანეთს ლანძღავენ. მათ წარმატების არანაირი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×