რეზონანსი
08.06.2026

ბათუმში, 43 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ცნობილია, რომ "როლიკა", მაშინ ჩაცხრილეს, რომა ის ცოლ-შვილს სალონთან ელოდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავითაძემ სიკვდილის წინ ცო­ლის­თვის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის თქმა მოასწრო. 

მედიის ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მე­ზობ­ლე­ბი არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×