რეზონანსი
08.06.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.

„ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. მათ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენთვის ცნობილ საქმეებზე და კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის ჩამორთმევის პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს უკანონო აქტივების კონფისკაციის მექანიზმის, სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემების მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ძალები; ისინი კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და მათ სომხეთში მოქმედების არეალი არ უნდა ჰქონდეთ. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა“, - განაცხა ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×