რეზონანსი
07.06.2026

ცენტრალურ ისრაელში, სროლების სერიის შედეგად, 35 წლის მამაკაცი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

როგორც დასავლური მედია წერს, პოლიციამ მომხდარ სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, სავარაუდო თავდამსხმელი, ისრაელელი არაბი მოკლეს და მის მფლობელობაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, მოკლულია მეორე ეჭვმიტანილიც.

„ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები რჩებიან და ძებნა გრძელდება", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივმა მედიამ 35 წლის გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქედ დაასახელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×