
ნიკოლ ფაშინიანი პირველი მარტის მოვლენებზე ამდენს იმიტომ საუბრობს, რომ ფიქრობს, ეს მას საკუთარი წარუმატებლობის, 5000 დაღუპულისა და უზარმაზარი დანაკარგების გამოსწორებაში დაეხმარება, – ამის შესახებ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა.
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“, – ასე უპასუხა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას ფაშინიანის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ის ქოჩარიანს დაკავებით დაემუქრა.
რობერტ ქოჩარიანი ასევე აცხადებს, რომ მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს უსმენენ და თუ ამაზე სომეხი ხალხი თანახმაა, მაშინ შეუძლიათ, ხმა მისცენ იმას, ვინც ქვეყანაში ასეთი სიტუაცია შექმნა.
„მათ აამოქმედეს რეპრესიული მექანიზმი. გუშინ ანტიკორუფციული კომიტეტის ბენეფისი იყო. ყოველ ნახევარ საათში ავრცელებდნენ რაღაც უაზრო ინფორმაციას. ხალხის სამზარეულოებსა და საწოლებში იჭრებიან“, – აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, ფაშინიანი მშიშარაა და ეს ყველამ იცის.
„ის საკუთარ შიშებს მოქალაქეებზე პროვოცირებს და ფიქრობს, რომ სასურველ შედეგს მიიღებს“, – აღნიშნა ქოჩარიანმა.