რეზონანსი
05.06.2026

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში დღეს მიიღეს. 

დეპუტატთაგან მხოლოდ სამი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. მათ შორის, „ლელო-ძლიერი საქართველო“, „ევროსოციალისტების“ - 1 , და „ქართული ოცნების“ ასევე 1 დეპუტატი. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.

გადაწყვეტილება ძალაში ხვალ დილიდანვე შევა და მოქალაქეები ტრანსპორტის გაძვირებული ტარიფით ისარგებლებენ. ქალაქშიდა მიმოსვლა ორმოცდაათი თეთრის ნაცვლად ოთხმოცი თეთრით, სოფლებში მიმოსვლა ერთი ლარის ნაცვლად, ერთი ლარითა და ორმოცდაათი თეთრით განისაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×