რეზონანსი
05.06.2026

საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელიც ოზურგეთის ნომერ მეცხრე ბაგა-ბაღის ეზოში გველმა დაკბინა,  მომხდარის შესახებ საუბრობს. ხათუნა მარგალიტაძე ამბობს, რომ იმ დროს როცა გველმა უკბინა, საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვებიც თამაშობდნენ.

მასწავლებლის თქმით, ბაღში ბალახი გაზრდილი იყო და სწორედ იმ დღეს დაიწყეს გაცელვითი სამუშაოები, როცა მას გველმა უკბინა. ქალი ამბობს, რომ გველის ნაკბენი ისე დაუსივდა, რომ სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 

"მანქანიდან გადმოვედი და ფეხი მაქვს დანადგამი. თვალითაც არ დამინახავს, რომ გამისივდა და რეაქცია მომცა, მერე ჩემით მივხდი. ფეხსაცმელზეც ისეთი რაღაც იყო, ფეხსაცმელმა გადამარჩინა. სამედიცინო ჩარევა დამჭირდა. კი სახიფათოა, იმ დღეს მე რომ ეს დამემართა, მოსულები იყვნენ და ცელავდნენ. მანამდე არ იყო გაცელილი. რომ ჩამოვედი მაქანიდან ეტყობა იქ ბალახში იყო. ბავშვებიც კი თამაშობდნენ იმ ეზოში, მაგრამ ჩვენ უკანა შესასვლელით შევედით, უკანა ეზოდან. ის კი ნამდვილად არის, რომ ზუსტად მაგ დღეს მოვიდნენ მცელავები", - განაცხადა ხათუნა მარგალიტაძემ. 

საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია. 

"საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს, ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა?" - უთხრეს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს საბავშვო ბაღში. 

"რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ, როგორ არ გრცხვენიათ? ყველაფერი დგას ამ ბავშვების უსაფრთოებაზე. ქუჩის გადაღმა გამოძვრა (გველი), ვინაა ამისგან დაზღვეული? ახლა საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს. ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა?"- აცხადებენ ბაღში.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×