
თელავში კვადროციკლით მოძრავი ორი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
შემთხვევა საღამოს, ალაზნის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავისა და ყბა-სახის არეში მძიმე ტრამვა მიიღო. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების თქმით,მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მეორე დაშავებულს, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა ასევე ჰოსპიტალში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
მთავარი ამბები კახეთიდან