რეზონანსი
04.06.2026

ეს ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, დარწმუნებული ვარ, მიდიან სახდეპთან და სულ სხვადასხვა რამეებს ელაპარაკებიან, უმეტესობას ვიცნობ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებენ, - განაცხადა ილიაუნის ლექტორმა, გიგი თევზაძემ.

მან შეაფასა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ამერიკული მხარე ოპოზიციაში ვერ პოულობს იმას, ვისაც შეიძლება ესაუბროს.

„ვფიქრობ, მათ ახლა ჩათვალეს, რომ მაინცდამაინც საელჩოს განცხადებაში პატიმრების გათავისუფლება არ უნდა ჩაწერონ. მათთვის ძალიან რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ვერ პოულობენ ვის ელაპარაკონ, ვისაც ელაპარაკებიან, როგორც ჩანს, იმას არ ენდობიან - იმიტომ, რომ ახსენეს სამი პარტია, რომელიც ნაკლებად არის ამ გაერთიანებაში მონაწილე. ამიტომ, ძალიან რთული ვითარებაა ამ მხრივაც“, - ამბობს თევზაძე.

მისი ვარაუდით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, „ივანიშვილის მთავრობას არანაირ რევერანსებს არ გაუკეთებდნენ, რა თქმა უნდა, დამუქრება იქნებოდა ამ მოლაპარაკებებში.“

თევზაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა თავად ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირებით, რეგიონებში მათი პასიურობითა და ერთმანეთის წინააღმდეგ წერილების გამოქვეყნებითაც, რაც ამერიკული მხარის განცხადებაშიც აისახა.

„ისიც არის, რომ მეორე მხრივ ხომ უყურებენ როგორ იქცევა ოპოზიციური პარტიები - მათთვის არაფერი სახარბიელო.

რეგიონებში არ დადიან, ვინც დადის, იმათ რეიტინგები არ აქვთ, ჩხუბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაღაც წერილებს უქვეყნებენ ერთმანეთს - მელიას ეს წერილები საერთოდ გაუგებარი იყო. მე არ ვიცი, ეს ორკესტრირებული იყო, სპეციალურად გააკეთეს მელიას წერილების „გამოგდება“ თუ როგორც არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სახელმწიფო დეპარტამენტზე. შედეგადაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, - განაცხადა გიგი თევზაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×