
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა გუშინ საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.
"ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში, 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარასთან მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარასთან და გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა, გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი.
სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში ყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა,” - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
წყარო: "კვირის პალიტრა"