რეზონანსი
03.06.2026

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული“, - განუცხადა „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა როგორც ერთიანი საქართველოსი.

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სვლის პოლიტიკა არჩეული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილია ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება როგორც ერთიან, ძლიერ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით“, - აღნიშნა მან.

მოლდოვის ხელისუფლება ევროკავშირში მოსახვედრად რუმინეთთან გაერთიანებაზე თანახმაა. უკრაინა კი, ტერიტორიების დათმობის არჩევანის წინაშე დგას. კიშინიოვის პოზიცია და კიევის რეალობა - საქართველოს მთავრობას ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას კიდევ ერთხელ უდასტურებს, ისევე, როგორც საკუთარ არჩევანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×