რეზონანსი
03.06.2026

მგონი, ჯობია დავასვენოთ. ისედაც პენსიაზე გადის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, პეტერ ფიშერის განცხადებები არ არის საინტერესო.

„კიდევ ერთხელ წამოსცდა კაცს. მგონი, ჯობია დავასვენოთ, ისედაც პენსიაზე გადის. არ არის საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე, როგორც ჩანს სინამდვილეში, რაც გულში უდევს ის თქვა",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×