რეზონანსი
03.06.2026

ვიდრე ოპოზიციაში გაარკვევენ, ვინ რა დონეზე ფლობს ინგლისურს, მანამდე გეტყვით, რომ ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, მათ ოპონორების სურვილი თუ აქვთ, ამისთვის პარლამენტი უნდა გამოიყენონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

სოსიაშვილის თქმით, მათ ეს არ უნდოდათ, რადგან არანაირი არგუმენტები არ ჰქონდათ.

„მათი მიზანი ქუჩაში რადიკალური პროცესების გაღრმავება და რადიკალიზაცია იყო. შემდეგ კი, დაპირისპირებულ საზოგადოებაში, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას შეეცდებოდნენ. ახლა რაც ახალი ადმინისტრაციისგან მოისმინეს, ეს მათთვის მისაღები არ არის. წინა ადმინისტრაციის დროს ლიდერები ოპოზიციას აქეზებდნენ. კარგია, რომ ქვეყნის ჯანჯღარი დასრულდება და ჯანსაღ ძალას საშუალება ექნება, მოსახლეობას დაელაპარაკოს და ოპონირებას არგუმენტებით წარმართავენ. რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში, კარგად ხვდებიან, მაგრამ ეს არ აწყობთ და ეს მათთვის მიუღებელია. მათთვის მთავარი რადიკალიზმია, რადგან ისინი პატრონებისგან გასამრჯელოს ამაში იღებდნენ. მათ პატრონებისგან დიდი ფული აქვთ მიღებული, რომ ქვეყანაში არეულობის გეგმა განვითარებულიყო, რომელიც სახელმწიფოს უფსკრულში გადაჩეხავდა. ვიდრე მათ პატრონები არ უკარნახებენ, რომ პოლიტიკა შეცვალონ, მანამდე რადიკალურ მოქმედებას აგრძელებენ“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×