
იუმორისტი ნიკა ქავთარაძე, რომელმაც 1 წელია ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, გადაცემა “რეაქციაში“ ჰყვება, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ქავთარაძის თქმით, რომ არა ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოჟნილი ინფორმაცია, რომლის დროსაც გაიგო რომ დასაჭერთა სიაში იყო, ქვეყანას არ დატოვებდა.
"1 წელი ხდება, რაც მომიწია გამოქცევა სამშობლოდან. არასდროს, არცერთ ეტაპზე ცხოვრების, არცერთი პოლიტიკური გარემოს, არც ერთი მატერიალური თუ სხვადასხვა ფონების გამო, არასდროს მე საკუთარი სამშობლოდანა წასვლაზე არ მიფიქრია, მეტიც ვიდრე საფრანგეთში გამოვიქცეოდი, ორი კვირით ადრეც კი ჩემთვის ვინმეს ეკითხa, მე ამას არ ვიზამ-მეთქი.
დეტალებზე ძალიან მიჭირს საუბარი, უბრალოდ ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების, რაღაცა სიის შესახებ მითხრა, ერთ-ერთი თათბირის დროს ჩემზეც იყო საუბარი და ამას ემატება ჩემი შვილის და მოკლედ მთელი ამბები აქტიურობის. ერთადერთი შანსი მქონდა, რომ მომცემენ რაღაც პერიოდს თუ წავიდოდი დ ეს ეს ადამიანი ამას თავის თავზე აიღებდა და ისეთი შოკი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა; მაგრამ რა ვიცი, მაინც ჩავთვალე, რომ ციხეში წასვლა, გაურკვეველი ვადით თუ იქნებოდა ალტერნატივა, ჯობდა წამოსულიყავი ქვეყნიდან და ამით გარკვეულწილად სხვა ადამიანების უსაფრთხოებააზეც მეზრუნა", - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე