რეზონანსი
02.06.2026

დაარღვევს თუ არა დუმილს სასამართლოში 7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა - რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემზარავი დანაშულის შესახებ მსჯელობა  იწყება

მანამდე კი ადვოკატმა "ტვ პირველს“ უთხრა, რომ ბრალდებულს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა ის მომხდარის შესახებ არაფერს ამბობს.

უკვე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა 42 წლის ქალი შერაცხადი იმ დროს, როცა საკუთარი შვილი მოკლა. 

"საქმის მასალებს გავეცანი სრულად, არ იკვეთება დასაცავი პირის ბრალეულობა. გამოძიება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ, თუ მოიპოვებენ დამატებით რამე მტკიცებულებებს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არც ერთი მოპოვებული მტკიცებულება ამ ეტაპზე, სანამ უშუალოდ სასამართლოში არ იქნება გამოკვლეული, უდანაშაულოდ ითვლება ადამიანი და სანამ უშუალოდ სასამართლო მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. დაცვის მხარე შევეცდებით, რომ აქტიურად მოვიპოვოთ მტკიცებულები. არსებობს ცნობები, რომ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და გაირკვევა დასკვნის შემდგომ", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×