რეზონანსი
02.06.2026

მაწავლებლის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული, ანი ნასყიდაშვილის მამამ, მოკლული გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს სოციალურ ქსელში აგინა.

კუპატაძეების და ყველა მის სექტის წევრის დედ*ს შევ*ცი - დაწერა ლაშა ნასყიდაშვილმა სოციალურ ქსელში. 

კაცი ამბობს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მისი შვილი "არაფერ შუაშია". 

"რომელს არ გაგიგიათ სკოლაში კლასელების ჩხუბის ამბავი? მილიციაში წასულხართ? არ იცით დეტალები და უსმენთ გაბოროტებულ კუპატაძეს

მის მოკვლასთან რა შუაშია ჩემი შვილი? იმ ნაგავმა თავის კლასელმა მიწერა უნდა ვნახო ჩემი შეყვარებულის შემწუხებელიო, რა იცოდა ანიმ თუ შემოაკვდებოდა? ან რომ თხოვენ რატომ არ გააგებინე მილიციასო, არ იცოდა არც სახელი არც როგორ გამოიყურებოდა ან იქ რა მოხდებოდა. დარეკეთ და უთხარით არ გაინტერესებთ რას გეტყვიან? უთხარით გავიგე ჩემი ნაცნობი მიდის ვეღაცის სანახავად, შეიძლება ჩხუბიც მოხდეს, ოღონდ არ ვიცი ვისთანო, რას გიპასუხებენ?" - წერს ნასყიდაშვილის მამა.

მსჯავრდებული არასრულწლოვანის მშობელს სოციალურ ქსელშივე უპასუხა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კპატაძემ. მისი თქმით, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულის დედამ ავალიანის ოჯახის წევრები "გაბმული სიგნალით" გააცილა:

"ვახ!

აი, ეს გარეწარი.

აი, ასეთი ლექსიკონით საუბრობდა სწორედ მისი ,,არასრულწლოვანი, უდანაშაულო შვილი" გაბაშვილთან მიმოწერისას.

ანი ნასყიდაშვილის დედამ, სასამართლოდან რომ მოვდიოდით, გაბმული სიგნალით მიგვახედა და მანქანიდან გვიყვიროდა. ხმა არ გვესმოდა, რადგან მინები აწეული ჰქონდა, მაგრამ იგინებოდა ალბათ ისიც. გარეწრები ესენი".

სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულ ანი ნასყიდაშვილს 5,3 წლით, ხოლო მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი არასრულწლოვნებს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ. 

ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×