რეზონანსი
02.06.2026

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×