რეზონანსი
02.06.2026

პროკურორი ადასტურებს ინფორმაციას, რომ სასახლის ღობის სამის ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ შვიდ პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს, ამის შემდეგ, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს. 

ამ ეტაპზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე.

შვიდივე მათგანს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×