რეზონანსი
02.06.2026

2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+5.9%), – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების დინამიკა, რომელმაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელს – 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით, +8.4%-ით არის გაზრდილი.

„პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია 2026 წლის პირველ კვარტალშიც: საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვლავ ისტორიული მაქსიმუმი – 829.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+0.5%). ამასთან, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,300,505-ს გაუტოლდა, რაც წლიურად – 1.1%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მიმართულებით კვლავ დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 997,529 ვიზიტი (+4%).

ინტენსიურად გრძელდება განთავსების ობიექტების სექტორის განვითარება, რომლის ფარგლებშიც, გაიხსნა 20 ობიექტი, რომელთა ჯამური მოცულობა აღემატება 1,000 ნომერსა და 2,000 საწოლ ადგილს. ჯამში, ფუნქციონირებს 2,691 განთავსების ობიექტი, 52,596 ნომრითა და 116,204 საწოლი ადგილით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად“, – ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×