რეზონანსი
02.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×