რეზონანსი
02.06.2026

თბილისის კლასიკური გიმნაზია მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის კლასიკურ გიმნაზიას დღეს თავისი ანა შამანაური სტკივა. მეცხრე კლასი უნდა დაემთავრებინა. ძალიან დიდი ტკივილისა და განსაცდელის მიუხედავად, ყოველთვის ღიმილით ათბობდა გარშემო მყოფებს. ამდენი წელი სიცოცხლისა და სიკვდილის ბეწვის ხიდზე სიარულმაც კი ვერ დაასუსტა, ვერ გააბოროტა, ვერ დაამარცხა. გზა მიწიდან ზეცამდე ისე გაიარა, უამრავი ტკივილი ისე მოითმინა და დაითმინა, ყველასთვის მაგალითად იქცა. უფალმა დაუამოს დატანჯული სული და სხეული“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

როგორც კომენტარებში წერენ, ანა შამანაური მძიმე სენს ებრძოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×