რეზონანსი
01.06.2026

გია ჯაჯანიძე იმ სკანდალური ეთერის შესახებ საუბრობს, სადაც იტალიელი ვარსკვლავის, ორნელა მუტის სახელი შეეშალა და ნანიკო ხაზარაძემ მას შეცდომა შეუსწორა, შემდეგ კი ხელი თავში გაჰკრა. ამის შემდეგ ნანიკომ „იმედი“ დატოვა.

გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ ნანიკო ხაზარაძე ამ ინციდენტით თავად არის შეწუხებული:

„შეცდომა ყველას მოსდის. ღმერთმა ამაზე მეტი შეცდომა არ დამაშვებინოს ცხოვრებაში. ეს იყო მექანიკური შეცდომა.

ნანიკო ხაზარაძემ პროფესიონალია და ძალიან კარგი ადამიანია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენ შორის პატარა წალაპარაკებასაც ვერ იპოვით. იმ წუთში ეთერში  რაც მოხდა, ჩემი დაბნეულობა იყო მიზეზი. მე ვიცი, როგორც იყო. პატარა ბავშვს რომ ეტყვი, შენ ჩაქრიო, ზუსტად ეს ჟესტი იყო, მაგრამ ამას ხალხს ხომ ვერ გააგებინებ? მერე ჩვენ, ყველამ ერთად ვიცინეთ ამ თემაზე.

მესმის, რომ ყველასთვის დაუჯერებელია, მაგრამ ერთმანეთისთვის საყვედურებიც კი არ გვითქვამს. მოხდა და მოხდა…

ნანიკო არავის გაუშვია. თავისით წავიდა. ეს უკვე მისი საქმეა. მე მისთვის ისიც კი არ მითქვამს, რატომ წახვედი, რა მოხდა-მეთქი. დღესაც შევხვდი მას. ეს არ იყო ის ინციდენტი, რაც ხალხმა ააგორა. მე რომ მის მიმართ წყენა მქონოდა, მართლა ვიტყოდი… რაც შეეხება ნანიკოს, ძალიან განიცადა, შეწუხდა…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×