რეზონანსი
01.06.2026

 მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ჩენდლერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას მომავალ წლებში უკეთესი შედეგები ჰქონდეს.

"აღნიშნული კვლევა ემყარება გაეროს მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის კვლევებს. მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×