რეზონანსი
01.06.2026

 თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტზე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულს სა­ბო­ლო­ოდ 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­ვე­თა მი­ე­სა­ჯა.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას, არას­რულ­წლო­ვან­მა მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის დროს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლოს ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, რაც არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე 1/4-ით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×