რეზონანსი
01.06.2026

ბოლნისში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილობრივებმა "ტვ პირველს" უთხრეს, 42 წლის ქალმა 8 წლის ვაჟი მაკრატლის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით თვითმკვლელობა სცადა.

მეზობლების მონაყოლის თანახმად, "სახლში მოკლული ბავშვის გარდა მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ". 

მკვლელობის ადგილზე სოფელი ხახალაჯვარში პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. მოკლული 8 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. 

არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ქალი  ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან მეზობლების თქმით, ქალს სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×