რეზონანსი
01.06.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება. „ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე - სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერია და ზოგი სხვაც“ წერს სააკაშვილი.

ანანიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის უცნობია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულო, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის, თუ რა დამართეს ზოგადად საქართველოს, რაც ქართველმა ერმა არ „გაუტარა“ მათ.

„არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა,“ - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×