რეზონანსი
01.06.2026

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა.

დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

დაღუპულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან: ,,ვერ ვიჯერებ… დაგვამუნჯა, საგვარეულო, ჯიში, გვარი, სოფელი თუ ახლობლები”.

,,ვაიმე, სოსიკო, ასე გეძახდა დედაშენი, რა ქნას ახლა უშენოდ?”.

,,ანგელოზო შვილო, როგორ გაუძლონ შენმა მშობლებმა ამ ტკივილს?”

,,საამაყო და სამაგალითო შვილო, დაგვამუნჯე…”.

,,ჩვენო სიმპათიურო შვილო, წარმოუდგენელია უშენობა”, – წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×