რეზონანსი
01.06.2026

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ, ვილნიუსში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა, რეალურ სამყაროში არსებული საუკეთესო ლაბორატორიაა თავდაცვის ტექნოლოგიების კუთხით.

შეკერინსკამ გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამიზნეების იდენტიფიცირება და იმედი გამოთქვა, რომ სესიაზე დამსწრეები თანამშრომლობის სხვადასხვა იდეას განიხილავენ და საკუთარ დედაქალაქებში კონკრეტული შეთავაზებით დაბრუნდებიან.

"უკრაინა ამჟამად თავდაცვის ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ სამყაროში არსებული ლაბორატორიაა. უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტით სამიზნეების იდენტიფიცირება და ბევრი სხვა. ასე რომ, იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანი შეძლებთ, შემოგვიერთდეთ ფორუმზე, ისარგებლოთ შესაძლებლობით და განიხილოთ თანამშრომლობის იდეები, შემდეგ კი დაბრუნდეთ თქვენს დედაქალაქებში კონკრეტული წინადადებებით. ეს კარგი იქნება უკრაინისთვის და ეს კარგი იქნება ნატოსთვისაც", - განაცხადა რადმილა შეკერინსკამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×