რეზონანსი
01.06.2026

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა.

ამასთან, ივანე ჩხაიძეს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორც ცნობილია, ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს. ვირუსი იწყება მწვავე შემცივნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე. ასევე ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×