რეზონანსი
01.06.2026

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნი­სის სო­ფე­ლი ხა­ხა­ლაჯ­ვარ­ში. დე­დამ 7 წლის შვი­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

42 წლის ქალ­მა 7 წლის ვაჟი და­ნით მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მან და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 7 წლის ბიჭი ფა­რუხ ახ­მე­დო­ვია, ხოლო უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი სვეტ­ლა­ნა ახ­მა­დო­ვა. ქალი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­ხდა­რის და­მალ­ვა სცა­დეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და.

"ფა­რუხ ჩვე­ნო სა­ო­ცა­რო! ტი­რის შენი სკო­ლა!" - წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ის სკო­ლა ავ­რცე­ლებს, სა­დაც მოკ­ლუ­ლი პა­ტა­რა სწავ­ლობ­და.

ambebi.ge სკო­ლა "გე­ტას" დი­რექ­ტორს ესა­უბ­რა:

"ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო ფა­რუ­ხი, ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, შვი­დი წლის. გუ­შინ კვი­რა იყო და სახ­ლში იყო ბავ­შვი, იქ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ფა­რუ­ხი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან და­დი­ო­და ჩვენ­თან, ორი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­და, მის დე­დას ვიც­ნობთ, სკო­ლა­ში აკი­თხავ­და, არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო ჩვენ არა­სო­დეს შეგ­ვიმ­ჩნე­ვია. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, ყო­ჩა­ღი, არ ვი­ცით რა მოხ­და, რა­ტომ გა­ი­მე­ტა შვი­ლი მო­საკ­ლა­ვად. ახლა გა­ვი­გეთ ეს ამ­ბა­ვი. რო­გორც ვი­ცით, ბავ­შვი დე­დას მო­უკ­ლავს, შე­საძ­ლოა მი­ზე­ზი მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს, სხვა­ნა­ი­რად ვერ აგ­ვიხ­სნია რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა შვი­ლი. რა და რო­გორ მოხ­და, არ ვი­ცით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა დედა, სვეტ­ლა­ნა ახ­მე­დო­ვა, ბავ­შვის მამა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. კი­დევ ჰყავთ ბიჭი და გოგო რო­გორც ვიცი. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით მომ­ხდარს" - ამ­ბობს გე­ტას სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი და­კა­ვე­ბუ­ლია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×