რეზონანსი
01.06.2026

მარტვილში ავარიის შედეგად დაღუპულები ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი არიან. ავარია სოფელ გაჭედილთან მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. 

დაღუპული ლევან ბერიშვილის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს:

"თავი ძალიან, ძალიან ცუდ სიზმარში მგონია ჩემო ბიძაშვილო, ჩემო ძმაო... სად არ უნდა გაიაროთ ყველა იტყვის ლევანი, თუ რა თბილი, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე, კეთილი იყავი... შენი ძმა საკმარისი არ იყო? ვერასდროს წარმოვიდგენდი ლევა შენ თუ ასე გაგვიმეტებდი ჩემო თბილო, ტკბილო და ბუნჩულა ბიჭო... რატომ, რატოომ??? დედას შვილი როგორ უნდა უკვდებოდეს! რა უქენით დედ-მამას ბიჭო, ორი შვილი, ორი ბიჭი...

10 წელიც არ გვეყო მიხოს სიკვდილს, რომ შევგუებოდით და ახლა შენ! შენი ცოლ-შვილი, შენი რვა თვის დამიანე რატომ დააობლე? სად არის სამართალი, სად როცა ასეთი ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, უბოროტო, სიყვარულით სავსე ახალგაზრდები მიწისთვის რომ იზრდებიან. ძმები, ლომივით ბიჭები... ღმერთოო, ეს რა გვჭირს ხალხნოო და როგორ უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყნად მაშინ, ეს რომ არ დაიმსახურო!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×