რეზონანსი
31.05.2026

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ!“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×