რეზონანსი
31.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, რომელიც მხოლოდ პროფესიული თარიღი არ არის - პოლიციელის დღე არის ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი თქვენს წინაშე პირველად ვიდგე მინისტრის რანგში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა მე აქ ვდგავარ როგორც პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს ატარო პოლიციელის ფორმა. ვიცი, რამხელა თავგანწირვა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან. პოლიციელობა ნიშნავს სხვისი სიცოცხლე და უსაფრთხოება საკუთარ თავზე წინ დააყენო.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა. მათი სახელები და თავგანწირვა ყოველთვის დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისა და ისტორიის ნაწილად. გთხოვთ, პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული პოლიციელების უკვდავ ხსოვნას. პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×