რეზონანსი
31.05.2026

ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში, - განაცხადა საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მამუკა ხაბარელი ახალგაზრდებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაინტერესდნენ ამ სპორტით, ვინაიდან ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს როგორც ბუნებრივი რესურსის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით აქვს.

„დღეს, საქართველოში აღვნიშნავთ ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში, ბიატლონის ახალ ტრასაზე, რომელიც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ბაკურიანი 2025-თვის აშენდა. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ აქტიურად ვიწყებთ ბიატლონის განვითარებისთვის ზრუნვას. გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები, მომავალი თაობა ჩავაბათ სპორტის ამ უნიკალური სახეობის განვითარებაში.

საქართველოში ამ დრომდე მაღალ დონეზე არ იყო განვითარებული ბიატლონი, დიდი სურვილი გვაქვს რომ მაღალ დონეზე ავიყვანოთ სპორტის ეს სახეობა, ვინაიდან ძალიან პოპულარულია ბიატლონი თანამედროვე მსოფლიოში და ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს სპორტის ამ დისციპლინაში", - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×