რეზონანსი
31.05.2026

"სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის - ბაჩანა ახალაიას ცოლი ანა ნადარეიშვილი აცხადებს, - სანთლით ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ქმარმა რამე დაუშავაო!

იმ ადამიანების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით ან მისი უშუალო მონაწილეობით სასტიკად ცემეს, აწამეს, გააუბედურეს და ცხოვრება დაუნგრიეს, მე დილამდე მოვუნდები წერას და მერე თქვენ - შუადღემდე წაკითხვას” - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ჟურნალისტს მოჰყავს ამონარიდი ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან, სადაც წერია, რომ “პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება.”

"ამიტომ შემოგთავაზებთ ამონარიდს ისევ და ისევ ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის გაგა მკურნალიძის (თავადაც ცნობილი ჯალათის) ჩვენებიდან: ,,ე.წ. კარნტინის დაშლისას პატიმრების ცემა და შეურაცხყოფა დაინერგა მას მერე, რაც დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბაჩანა ახალაია... პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება."

ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა ,,რამე დაუშავა" ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანდაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად.

და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს" - წერს ხუბუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×