რეზონანსი
30.05.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია.

„მოღალატე ყორღანაშვილი როგორ შევიდა ჩვენს ისტორიაში?! მან მეფე გასცა. ის იყო ჩვეულებრივი იუდა, ამიტომ საქართველოს ისტორიაში ყორღანაშვილი ასოცირდება ღალატთან. ასე დარჩება გიორგი კანდელაკიც. ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. კანდელაკი გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავის სამშობლოს აბეზღებს და მომავალს ძირს უთხრის“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი „ფეისბუქ პოსტით“ ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს. ფეისბუქ პოსტში იკვეთება, რომ კანდელაკი ვარაუდებზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×