რეზონანსი
30.05.2026

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიჰაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატო-ში გაწევრიანებას არ ემხრობა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია უკრაინაში რუსული ომისა და რეგიონში არასტაბილური ვითარების ფონზე ნატო-სთან მოლდოვის დაახლოება, პოპშოიმ განაცხადა, რომ ყველაფერი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული.

„ნატო-ში, როგორც სხვა ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული. ფართო მხარდაჭერის პირობებში, ამის განხილვა და დღის წესრიგში ჩასმა, როგორც სერიოზული პერსპექტივა, შესაძლებელია. ჩვენ შემთხვევაში, როგორც იცით, სხვადასხვა მიზეზის გამო ასეთი მხარდაჭერა არ იყო“, - განაცხადა პოპშოიმ.

მოლდოველმა მინისტრმა აგრეთვე აღიარა, რომ ის თავად ნატო-ს მომხრეა, თუმცა დასძინა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ სულ უფრო ხშირად უნდა გამართოს დისკუსია ნატო-ში ინტეგრაციის თემაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×