რეზონანსი
30.05.2026

სუს-ის მიერ გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, მისი მეგობარი, ჟურნალისტი ზაზა დავიათაიაც. დავითაია ირწმუნება, რომ "ევრაზიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი რცხილაძე აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის მაშინაც, როცა რუსეთში ჩადიოდა. 

"საერთო მეგობარმა დამიდასტურა, რომ გულბაათია დაკავებული. 40 წუთია რაც გავიგე და ვცდილობ გავარკვიო. მისი საქმიანობა როგორც ჩემთვის არის ცნობილია, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალური. იყო მისი საქმიანობა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს სჭირდება ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა. როდესაც ჩადიხარ მოსკოვში, ახლა შენ პირდაპირ ვერ ეტყვი, რომ ოკუპანტი ხარ, თუმცა მე პირადად როცა ვყოფილვარ მოსკოვში, ემ ეს მითქვამს. ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა კავშირი, რაც მე ვიცი, ეს კონფერენციები  და შეხვედრები იყო ასბოლუტურად ლეგალური და არანაირი დამალული არაფერი ყოფილა, როგორც მე ვიცი. თუ რამე დაფარული იყო, ახლაც დაფარული რჩება ჩემთვის", - ამბობს ზაზა დავითაია. 

ჯაშუშობის ბრალდების გულბაათ რცხილაძე სუს-მა დღეს დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×