რეზონანსი
30.05.2026

ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენს შორის დისკუსიის გაჩენის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა, სიღნაღში ახალგაზრდული კონფერენციის დაწყებამდე.

როგორც მან აღნიშნა, ერთმანეთთან დისკუსიის დროს ჩნდება ჭეშმარიტება და მსგავსი ფორმატი უალტერნატივო საშუალებაა ახალგაზრდებს შორის ხიდჩატეხილობის აღსადგენად.

„ვფიქრობ, სადაც არის ერთმანეთთან კამათი და დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები - იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს“, - აღნიშნა ანრი მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×