რეზონანსი
30.05.2026

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის დაიბარეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.

„სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი, ს.პ. კოპირკინი, მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEC) ფარგლებში თანამშრომლობისთვის საზიანოა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×