რეზონანსი
27.05.2026

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა

მეექვსეკლასელი, რომელიც წარმოშობით ბოლნისიდან არის, შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა, შემოღობილ ადგილზე  რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მათი თქმით, დაშავებულმა თავი სავარაუდოდ ქვას დაარტყა.

მიღებული ტრამვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, მოზარდს აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

წყარო: mak.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×