
გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავეებადდ ცნო. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს, მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს (ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა)14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი - 9 წლით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი - 6 წელსა და 9 თვეს.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.