რეზონანსი
27.05.2026

26 მაისს აქციას რომ აორგანიზებ და შემდეგ ამ აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტად პატიმარი სააკაშვილის სურათები ფრიალებს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მსვლელობას „უშინაარსო“ უწოდა.

„ეს არის „ნაცების“ უშინაარსო, არაფრისმთქმელი აქცია. ვინც იქ იყვნენ, ისინი სინამდვილეში საქართველოს დროშაზე მეტად წინ პატიმარი სააკაშვილის პორტრეტს აყენებენ და თან მორჩილებისა და მონობის ბუნებით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს არანაირი გაგრძელება და პერსპექტივა ვერ ექნება. ახდა ვაშაძის წინასწარმეტყველება - შეიკრიბნენ და წავიდნენ სახლში“, - ამბობს იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×