რეზონანსი
26.05.2026

დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს! , - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" წევრმა, გიგა ლემონჯავამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, შექმნილია QR კოდი, სადაც მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანონ „პოლიტპატიმრების დახმარებაში."

„იმ ადამიანებს, ვინც აქ შევიკრიბეთ და მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ტელეეკრანებთან ხედავთ QR კოდს, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა - სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. აქ თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანოთ პოლიტპატიმრების დახმარებაში. საბოლოო ჯამში - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს!", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×